თავდამსხმელებმა 73 წლის ქალი დააბეს და დააუთოეს, შემდეგ კი მიიმალნენ.

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ნოჯიხევში 2 ნიღბიანი პირი 73 წლის ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ოჯახისგან თანხას ითხოვდა. თავდამსხმელებმა ქალი დააბეს და დააუთაეს, შემდეგ კი მიიმალნენ.

 73 წლის ქალი, რომელიც ორმა პირმა საცხოვრებელ სახლში დააყაჩაღა, მედეა გოცირიძეა.

ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, მისი შვილი უცხოეთშია და სწორედ იქიდან უგზავნიდა დედას თანხას.

სოფელ ნოჯიხევში მერის რწმუნებულის თქმით, სახლში ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ.

რეკლამა
eudora.ge

„სახლიდან რამე წაიღეს თუ არა, ჩემთვის უცნობია. ადგილზე მუშაობენ პოლიციელები. სხვა დეტალები არ ვიცი“, – ამბობს სოფლის რწმუნებული.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე საქმე სს კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები