ზურაბ ჯაფარიძე ახალი “გირჩის” შექმნას აანონსებს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან გასვლას და ახალი “გირჩის” შექმნას აანონსებს “მთავარი არხის” ეთერში:

რეკლამა
eudora.ge

“გირჩს აქვს თავისი სისტემა, რომლიდანაც მე გავალ უბრალოდ. ჩვენ გვაქვს რაღაც პორტალი, სადაც ცალკე სისტემა გვაქვს აწყობილი, რომელზეც იყო დაშენებული ბევრი რაღაც. მე შევთავაზე მათ, მე მაინტერესებდა ერთადერთი სახელი და გირჩის ფეიჯი, შევთავაზე, რომ გადაგვეწყვიტა ან დემოკრატიული გზით და ჯგუფ ბაბლში ხმის მიცემა ყოფილიყო ან GED-ების სისტემით, რომელიც ჩვენი შექმნილია. საბოლოო ჯამში პასუხი არ გამცეს და ჩავთვალე, რომ უარია. მე ამ სისტემის ნაწილი აღარ ვიქნები, ცალკე ახალ სისტემას ავაშენებ და გავაკეთებ გირჩს.

ადამიანები სხვადასხვა რეალობაში სხვადასხვანაირად იქცევიან. ნორმალურ მდგომარეობაში სხვანაირად იქცევიან, კრიზისულ მდგომარეობაში – სხვანაირად. პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ადრეც იყო, მაგრამ რაც მოხდა არის ის, რომ წარმატებამ, რომელიც ახლა გირჩმა დადო, ეს პრობლემები გააორმაგა”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ჯაფარიძემ 4 დეკემბერს  Facebook-ის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მეგრელიშვილთან, ხვიჩიასთან და რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჯაფარიძეს საჯარო განმარტება აღარ გაუკეთებია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები