„ზურაბ ჟვანია სააკაშვილს თურმე უყვიროდა, ეს რა ჩაიდინეთ, რა მოტივით და მიზეზით გყავთ დაპატიმრებული ის ბიჭებიო…“

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია შაბათს, ნოდარ მელაძის გადაცემის ერთმა სიუჟეტმა, რომელიც  17 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა…. კერძოდ, საუბარია აჭარელ სტუდენტთა ჯგუფის ისტორიაზე, რომელებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შესახვედრად ჩამოვიდნენ და სააკაშვილის ხელისუფლების ბრძანებით, დააპატიმრეს! ამ ბიჭებს, 2004 წელს, 6 საათი დაატარებდა სააკაშვილის პოლიცია მანქანით თბილისის ქუჩებში იმიტომ, რომ ბრალი და მოტივი არ არსებობდა მათი დაკავების და ბრძანებას ელოდებოდნენ „ზემოდან“, რა ჩაეწერათ დაპატიმრების მიზეზად!

სტატია პოლონური გაზეთი WPROST-იდან, სადაც სააკაშვილი სამაჩაბლოში ომის დაწყებას გამსახურდიას აბრალებს

ბათუმელი სტუდენტების ჯგუფს, ჩემი შვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობა“-ს დამაარსებელი ბექა გოგოსაშვილი ხელმძღვანელობდა და როგორც ყველა მოაზროვნე ახალგაზრდას, ძალიან არ მოსწონდა ორგანიზაცია „კმარას“ და მასთან დაახლოვებული ახალგაზრდების პროვოკაციული ქმედებები, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რადიკალური მოქმედებები და ა.შ… იმიტომ რომ თბილისელი სტუდენტები და „კმარელები“ მათ ხშირად „ბაბუინებად“, ასლანის მონებად და კიდევ ათასი სხვა ეპითეტით მოიხსენიებდნენ, გადაწყვიტეს, თბილისში ჩამოსულიყვნენ და უნივერსიტეტის თანატოლ გოგო-ბიჭებთან დიალოგის ენით მოგვარებინათ ის პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინა, ზოგიერთი რევანშისტი პოლიტიკოსის გამო! 

ეს პოლიტიკური გვამები ქვეყნის მომავალზე გვესაუბრებიან და სურთ ხელისუფლებაში მობრუნება

ჩამოვიდნენ…. ჯერ იყო და, ამაზრზენი შეძახილებით შეხვდნენ ბათუმელებს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარე სიგუა და დაჩი ცაგურია, შემდეგ „იარაღებით ხართ შემოსულიო“, ბრალად დასდეს, რაზეც ჩემმა შვილმა უპასუხა – მოდით, გაგვჩხრიკეთ, რა პრობლემაა, რაებს კადრულობთოო? 

გაჩხრიკეს სტუდენტთა ჯგუფმა, რომლებიც ლენინური კომკავშირის შემართებით ირჯებოდნენ და ჩვენ, ყველა ამ ამაზრზენ საქციელს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით!

შემდეგ იყო კამათი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჭიდილი და ბღავილი, რომ მიშა მაგარია, ასლანი ფეოდალი გამყიდველი, მაგრამ შეხვედრის სიმძაფრის მიუხედავად, თანატოლები დაზავდნენ და საღამოს რესტორანშიც შეიკრიბნენ სტუდკავშირის წევრებთან და 2 ზრდასრულ მამაკაცთან ერთად, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებდნენ ახალგაზრდებს ალკოჰოლის შემდეგ, რაიმე ჩხუბი და დავიდარაბა რომ არ აეტეხათ! ერთ-ერთი იყო დიტო ჩხეიძე, რომელიც ძალიან კარგად მღერის და ჩემმა შვილმა, როცა სახლში დაბრუნდა მითხრა – მე, დიტომ და ერთმა აქაურმა სტუდენტმა მაგარი შევუბერეთო! მოკლედ, იქეიფეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დაიშალნენ! ბათუმელები, სპორტის სასახლის მიმდებარედ, სასტუმროში  წავიდნენ, თბილისელები კი – სახლებში….

იმ ხანად, თბილისში ჩემი პირველი შვილიშვილის, ბექას პირველი შვილისთვის  „ჰაერის გამოსაცვალელად“ ვიყავი ბათუმიდან ჩამოსული და  ნაომარ ნაქეიფარ ბექას ოქროყანაში ველოდებოდით! გვიან დაბრუნდა სახლში, ჩაიხუტა თავისი შვილი და დაიძინა….

დილით, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოდან ვიგებ, რომ ბათუმელი სტუდენტები დააპატიმრეს! ვეცი ბექას, ჩქარა გაიღვიძე, რაღაც უბედურება ჩაიფიქრეს სააკაშვილის  სტუდენტებმა, თორემ რა სჭირდათ დასაპატიმრებელი იმ ბიჭებს-თქოო? ამასობაში რეკავს ბექას მობილური ტელეფონი და ვიღაც, ჩემთვის უცნობი ეუბნება – ბექა გეძებენ, თავს უშველეო!

ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა? დავავლე ბავშვს ხელი და საპატრიარქოში გამოვვარდი, იქნებ ილია მეორეს შვხვდე და გავაგებინო რას ჩაიდინეს სააკაშვილის მხარდამჭერმა პოლიციელება და სტუდკავშირის წევრებმა-თქო… გზიდან დავურეკე ყველა ტელევიზიას, აქციას ვიწყებ საპატრიარქოსთან და მობრძანდით-თქო… მართლაც, თითქმის ყველა ტელვიზიიდან დამხვდნენ ჟურნალისტები და ბავშვით ხელში ვაძლევდი ინტერვიუს, მივმართავდი კათოლიკოს-პატრიარქს, ჩარეულიყო ამ სამარცხვინო  საქმეში და მოეწოდებინა ხელისუფლებისთვის სასწრაფოდ გაენთავისუფლებინათ ბათუმიდან ჩამოსული სტუდენტთა ჯგუფი! რასაკვირველია, ვითხოვდი ჩემი შვილის ბათუმამდე უსაფრთხოდ გაყვანასაც და ვიმუქრებოდი, რომ საპატრიარქოსთან აქციას იქამდე არ შევწყვეტდი, ვიდრე ყველა თავის ოჯახს არ დაუბრუნდებოდა ბათუმში!

ამასობაში ერთმა ჟურნალისტმა მიჩურჩულა, ბათუმშიც დაიწყო აქცია სტუდენტების მოძიების მოთხოვნითო და ასლან აბაშიძემაც გააკეთა განცხადება ამის შესახებო…

როგორც მალევე გავარკვიე, სასტუმროდან გამოსული ბათუმელები, პოლიციას მანქანაში ჩაუყრია და ეკითხბოდნენ – ბექა რომელი ხართო? ანუ ჩემ შვილს ეძბდნენ! აღმოჩნდა რა, რომ არცერთი მათგანი არ იყო ბექა, 5 საათის განმავლობაში ატარეს თბილისის ქუჩებში და, როგორც დასაწყისში ვახსენე, „ზემოდან“ ელოდებოდნენ ბრძანებას, როგორ ემოქმედათ – გაეშვათ თუ განყოფილებაში წაეყვანათ ეს ბიჭები?

სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციებს ეწირებოდნენ! ყველა მედია საშუალება, ყველა მათ ხელთ არსებული კავშირებით ეძებდნენ, სად ჰყავდა პოლიციას ეს ბიჭები მაგრამ უშედგოდ და ბოლოს, ასლან აბაშიძის მკაცრმა მიმართვამ – ბავშვები გამოაჩინეთო, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო და აღმოჩნდა, რომ ისინი ვაკე-საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ განყოფილებაში ჰყავდათ გამოკეტილები, თბილისში  6-საათიანი მოგზაურობის შემდეგ!

ლაშა ჩახვაძე და მერაბ მიქელაძე, დღეს რომ „ქართული ოცნების“ სახეა, იმ მამუკა მდინარაძის კაბინეტში იკითხებოდნენ! მაგრამ, მამუკა მდინარაძე ვერც იმას გადაწყვეტდა, საქმეში იარაღი შეეტენა თუ ატომური ბომბი, რადგან იგი მითითებებს სხვა ინსტანციებიდან იღებდა და როგორც რა უბრძანეს, ის ჩაწერა საქმის მასალებში! 

ამასობაში კი, ბათუმში სიტუაცია დაიძაბა – ბაღნები დაგვიპატიმრესო და მათი მშობლები, ნათესავები აჭარის უზენაეს საბჭოსთან მივიდნენ მოთხოვნით-თბილისს მათი უდანაშაულო შვილები სასწრაფოდ სახლში დაებრუნებინათ!

საქმეში ასლან აბაშიძე ჩაერთო, დაურეკავს ზურაბ ჟვანიასთვის და ვადაც დაუსახელებია, ამა და ამ დღეს ეს ბიჭები ბათუმში თუ არ იქნებიან, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავ და მერე იმართლეთ თავიო… როგორც შემდეგ შევიტყვე, ზურაბ ჟვანია სააკაშვილს თურმე უყვიროდა, ეს რა ჩაიდინეთ, რა მოტივით და მიზეზით გყავთ დაპატიმრებული ის ბიჭები, ახლა ასეთი სკანდალების დროაო? მაგრამ სააკაშვილი არ თანხმდებოდა და ამასობაში, დაპატიმრებულ ბიჭებს, – იარაღის უკანონო შენახვა ტარებისთვის სააკაშვილის  მითითებით,  მდინარაძის კაბინეტში საქმე ეკერებოდათ!

რეკლამა
eudora.ge

მდინარაძე მაგ საქმეში იყო პაიკი, მაგრამ შე დალოცვილო, რომ ხედავ სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭებს საქმეს უკერავენ და შენ პროტესტის გრძნობაც არ გაქვს, ამ ბიოგრაფიის კაცს პარლამენტში რა გინდა?

შენ უნდა უკითხო მორალი, დაუწერო კანონი იმ ადამიანებს, ვინც ხმა მოგცა და საერთოდ, გამარჯობას გეუბნებააა?

ჩემი შვილი ჩემმა მეგობრებმა გამოგგლიჯეს ხელიდან და ბათუმში ციმ-ციმაც ჩაიყვანეს, მაგრამ რომ დაეპატიმრებინათ და შენთან მოეყვანათ, მასაც ხომ შეუკერავდი საქმეს, ჰაააა?

რაც შეეხბა ბათუმელი სტუდნტების განთავისუფლებას, საქმე მამუკა მდინარაძის ხელმოწერა და არმოწერაში კი არ იყო, ჟვანია-აბაშიძის საკმაოდ დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზურაბ ჟვანიამ დაარწმუნა სააკაშვილი, რომ აბაშიძე ამ ფაქტს სააკაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე წარმატებით დაასრულებდა და ეს ყოვლად დაუშვებელი იქნებოდა „აჭარის განთავისუფლების“ წინა ეტაპზე!

აბაშიძემ თბილისში თვითმფრინავი გამოაგზავნა და უკანონოდ დაპატიმრებული აჭარელი სტუდენტები ბათუმში სპეცრეისით ჩაიყვანა!

ეს ყველაფერი რაც მოვყევი, „რუსთავი 2“-ის ეთერში დღეში ათჯერ შუქდებოდა, მაგრამ დაპატიმრების შემდეგ, აჭარელი სტუდენტების საქმეში აღარ ახსენებდნენ სტუდკავშირის 2 აქტივისტს – გიორგი სიგუას, რომელიც დღემდე სააკაშვილს დასდევს კუდში აფერისტული სქემებით და დაჩი ცაგურიას, რომელიც  მოგვაინებით, საქართველოს რკინიგზაში დაასაქმეს და ივანიშვილის რჩეულთა ჯგუფშია!

მათი და სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული ახალგაზრდები კი, ზოგი რომელ ქვეყანაში გაიქცა და ზოგიც რომელში იმიტომ, რომ „უპატრონოების“ ადგილი ამ ქვეყანაში  არ არის!

აქ გაქნილი, ყველაფრისმკადრებელი, ვაზელინწასმული ადამიანების ერააა! მათია ბურთიც და მოედანიც, მაგრამ…

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები