ზურაბიშვილი ქვეყანას ახალ საერთაშორისო სკანდალში ხვევს – “საქართველოს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რა არის სუვერენული ინტერესები”

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მორიგ დიპლომატიურ სკანდალში ხვევს – ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კავკასიაში რუსეთის ირანის ინტერესების გაძლიერებას ეხება და რეალურად რეგიონიდან დასავლეთის გაძევებას უწყობს ხელს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ელჩების კონფერენციაში ჩართვისას პირდაპირ განაცხადა, რომ “კავკასიური პლატფორმის” მიმართ საქართველოს პოზიცია პასიური და მეორე ხარისხოვანი ვერ იქნება.

სტატია პოლონური გაზეთი WPROST-იდან, სადაც სააკაშვილი სამაჩაბლოში ომის დაწყებას გამსახურდიას აბრალებს

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი “პოზიტიურ ნაბიჯებს” გადადგამს.

ვლადიმერ პუტინი ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს – მაიკ პომპეო

ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონული პლატფორმა – რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს – ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ იდეით ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია.

‘კავკასიური პლატფორმის’ იდეას კი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა, რასაც კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან,იან კელისგან , შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან – ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი წერს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რა არის სუვერენული ინტერესები.

იან კელიმ საქართველოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გააზიარა და დაწერა, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მიესალმება საქართველო იმ ქვეყნის ინიციატივას, რომელმაც ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა.

პუტინი ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე: “თუ კრემლს მოუნდებოდა ნავალნის მკვლელობა, ეს ასეც მოხდებოდა“

“ამ “მშვიდობის დაბრუნებას” რუსეთის ჯარები ახორციელებენ. რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის რეალიზაცია, როცა ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში, – წერს იან კელი.

ოპოზიციის შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩაშლას უწყობს ხელს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ნებისმიერ პროექტში მონაწილეობა, სადაც არ არიან ჩართული აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ჩვენი პარტნიორები, წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და “ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ამ ნაბიჯისგან მოსალოდნელი ზიანი.

პრეზიდენტს ანალიტიკოსები რეგიონულ კონტექსტს კიდევ ერთხელ უხსნიან, დუმილის შენარჩუნებას ურჩევენ.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები