ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო მედია ეხმაურება

ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება.

„საქართველოში, ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა“, – იუწყება ABC news. 

აღნიშნული მედიასაშულება წერს, რომ ერთ-ერთი მძევალი „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და თავდამსხმელის მოთხოვნა – 500 000 დოლარის გადაცემა, გააცნო.

ფაქტს სხვა მედიასაშაულებებთან ერთად ეხმაურება გამოცემა Thestar.com-ც, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ წუთებში თავდამსხმელის განიარაღების ღონისძიება მიმდინარეობს.

Associated Press-ზე დაყრდნობით მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს US.news-იც, სადაც აღნიშნულია, რომ თავდამსხმელმა ბანკში 19 ადამიანი აიყვანა მძევლად და გამოსასყიდის სახით 500 000 დოლარს ითხოვს. გამოცემა იქვე აღნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი ხელყუმბარებით არის აღჭურვილი.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები