“ვფიქრობ, COVID-19 ღამურებისგან წარმოიშვა და გარეული ცხოველების ფერმაში გავრცელდა” – ჯანმო-ს ექსპერტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენელმა პიტერ დასზაკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დამაჯერებელი ვერსია მისი ღამურების მეშვეობით გავრცელებაა.

რეკლამა
eudora.ge

“ვფიქრობ, რომ ვირუსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ან სამხრეთ ჩინეთში ღამურებისგან წარმოიშვა, შემდეგ კი გარეული ცხოველების ფერმაში გავრცელდა”, – აცხადებს ჯანმო-ს ექსპერტი.

დასზაკმა განმარტა, რომ COVID-19-ის გარეული ცხოველებისგან შუალედური კავშირით გადაცემის ვერსიამ ჩინელი მკვლევარებისა და ჯანმო-ს მისიის ექსპერტების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

ჯანმო-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავიდა. მათ ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა, ასევე სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეს და აღებული ნიმუშების შესასწავლად ჟენევაში დაბრუნდნენ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები