ვერ წარმომიდგენია ქართველი პაციენტი, რომელიც რომელიმე სტადიონზე შეიძლება განვათავსოთ – ეკატერინე ტიკარაძე

საველე ჰოსპიტალების მოწყობას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში განვიხილავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს და ამის მიზეზებს განმარტავს:

„ძალიან ბევრი მიზეზია, თუ რატომ არ მიმდინარეობს ამის განხილვა. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი კულტურული მოთხოვნილებაა და ასევე, ჩვენი ემოციური მდგრადობა.

ყველა ქართველს აქვს მაღალი კომფორტის მოთხოვნილება და აქედან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია ქართველი პაციენტი, რომელიც რომელიმე სტადიონზე შეიძლება განვათავსოთ. გარდა ამისა, ვიცით, როგორი მოწესრიგებული გვაქვს სტადიონების სივრცეები.

ვირუსის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მოწესრიგებული სივრცეები, რომელიც საქართველოში არც თუ ისე ბევრი გვაქვს. გარდა ამისა, ქვეყანაში გვაქვს იმაზე მეტი საწოლების რაოდენობა, ვიდრე ეს ზოგადად, 3 მილიონ 700 000 სულ მოსახლეზე ესაჭიროება.

ამ ეტაპისთვის კიდევ გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩვენი პაციენტები განვათავსოთ კომფორტულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოებში. სანამ ჩვენ ბოლომდე არ ამოვწურავთ ამ რესურსს, არ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომ ჩვენი მოქალაქეები განვათავსოთ სტადიონებზე, ან სხვა სივრცეებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები