ე.წ. კანონიერი ქურდი “ლევან სუხუმსკი” სასამართლო დარბაზიდან გაიქცა

ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან აბულაძე, იგივე “ლევან სუხუმსკი” რუსეთის ქალაქ ვლადიმირის სასამართლო დარბაზიდან გაიქცა, სადაც მისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საკითხი განიხილებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე 45 წლის ლევან აბულაძემ ოთხწლიანი სასჯელი პირადი დოკუმენტების გაყალბებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის მოიხადა. ის პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა და, როგორც საქართველოს მოქალაქე, სამშობლოში დეპორტაციას ექვემდებარებოდა, მაგრამ რადგან მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, დეპორტაცია არ მოხდა.

ბიზნესმენს იარაღით დაემუქრნენ და “ქურდული სამყაროს” სასარგებლოდ $10000 მოითხოვეს

რუსული მედია იუწყება, რომ 16 დეკემბერს “ლევან სუხუმსკი” ვლადიმირის სასამართლო დარბაზში მიიყვანეს. რადგან მისი წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე ორი დღის ამოწურული იყო, დაცვის მხარემ მოითხოვა, მისთვის ხელბორკილები მოეხსნათ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროცესის მიმდინარეობის დროს “ლევან სუხუმსკიმ” საპირფარეშოში გაყვანა ითხოვა, საიდანაც გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

ცნობისთვის, ლევან აბულაძე ე.წ. კანონიერ ქურდად 2006 წელს “მოინათლა” და მისი რეკომენდატორები იყვნენ ცნობილი ავტორიტეტები მახო კიტია, იგივე “მახუნია სუხუმსკი”, მერაბ ჯანგველაძე, იგივე “მერაბ სუხუმსკი” და ზურაბ დგებუაძე, იგივე “ზურა ზუგდიდსკი”.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები