„ექიმებს მოუწევთ აირჩიონ, ვინ იცოცხლოს და ვინ მოკვდეს“

ბრიტანეთის პრემიერ მინიტრი ბორის ჯონსოსნი კორონავირუსის მეორე ტალღის საგანგაშო შედეგებზე საუბრობს. ბრიტანეთის პრემიერი, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს არ გამორიცხავს, თუ საზოგადოება სათანადოდ ვერ შეაფასებს არსებულ რეალობას.

რეკლამა
eudora.ge

სწორედ აქედან გამომდინარე, ბრიტანეთმა მთელი რიგი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო.

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთში კოვიდ პანდემიის მეორე ტალღა იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

საავადმყოფოებში იმაზე ბევრად მეტი პაციენტია, ვიდრე პირველი ტალღის დროს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ხალხს მოუწოდებს დაემორჩილონ რეგულაციებს და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანა შესაძლოა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

„ჩვენი მეცნიერების დასკვნით, მოქმედების გარეშე ზამთარში იმაზე მეტ სიკვდილიანობას მივიღებთ, ვიდრე ეს პირველი ტალღის დროს იყო“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

აქედან გამომდინარე, ბრიტანეთის პრემიერმა კვლავ აამოქმედა მთელი რიგი შეზღუდვები და იქვე ბოდიში მოუხადა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან გაგებით ეკიდებიან ჩვენი პოზიციის სიმძიმეს“, – აღნიშნა ჯონსონმა და იქვე დასძინა, რომ როდესაც დაავადება შეიცვლის კურსს, მთავრობაც შეაბამისად შეცვლის მასთან ბრძოლის კურსს.

„ნება მომეცით განვაცხადო სამედიცინო და მორალური კატასტროფა, რომელიც ჩვენ გველის, თუ დავუშვებთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას – ზუსტად ისე, როგორც ახლა გვაჩვენებს მონაცემები.

ეს არა მხოლოდ კატასტროფა იქნება ათასობით კოვიდპაციენტისთვის, რადგან მათი გადარჩენის მაჩვენებლები დაეცემა, არამედ ჩვენ პირველად დავარღვევთ ჩვენს წმინდა პრინციპს – ზრუნვა ყველას, ვისაც ეს სჭირდება, ვინც არ უნდა იყოს ის და როდესაც საჭირო იქნება ეს.

ექიმები და ექთნები იძულებულნი გახდებიან აირჩიონ, რომელ პაციენტებს უმკურნალონ, ვინ იცოცხლოს და ვინ მოკვდეს.

კოვიდპაციენტების დიდი რაოდნეობა სხვა დაავადბების მქონე პაციენტებს ართმევს შესაძლებლობას მიიღონ მათ საჭირო ზრუნვა და დახმარება.

კიბოს მკურნალობა, გულის ოპერაციები, სიცოცხლის გადარჩენის სხვა პროცედურები: ყოველივე ეს შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ ვირუსის კონტროლის მექანიზმებს არ მივიღებთ“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

მან თვის დასაწყისში უკვე გამოაცხადა მთელი რიგი შეზღუდვები. მართალია ეს ჯერ კიდევ არ არის ლოქდაუნი, თუმცა ბრიტანეთში არ გამორიცხავენ, რომ მონაცემების ზრდის პარალელურად ლოკალური ჩაკეტვების გადაწყვეტილებები მიიღონ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები