„ეს მათ სისხლში აქვთ!“ – რა შურს ქართველების ცნობილ რუს ტელეწამყვანს

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში საქართველოსა და ქართველებზე საუბრობს.

რეკლამა
eudora.ge

„თბილისი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ქალაქია. საქართველო ძალიან მიყვარს, იქ ყველაფერი თანხვედრაშია, შეიძლება იმიტომ, რომ იქ მთებია, მიწაა სხვანაირი, მათ იციან, რა არის ადამიანის ღირსება, მათ იციან ქალის მნიშვნელობა, ესმით, რას ნიშნავს დედის ფენომენი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პატარა ვიყავი, დედასთან ერთად თბილისის ქუჩებში მივდიოდი. დავინახეთ, პატარა ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ, როცა დედა შენიშნეს, ფეხზე წამოდგენენ და სიგარეტი ზურგს უკან გადამალეს. მაშინ დედაჩემმა შემომხედა და მითხრა – ეს ქმედება დაიმახსოვრეო! ეს მათ სისხლში აქვთ! რაღაცა აქვთ, რისიც შეიძლება გშურდეს მათი“,- აღნიშნა ცნობილმა ტელეწამყვანმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები