ეს ვიდეო რომ გავრცელდეს, “ოცნებას” რეგისტრაცია გაუუქმდება – რომან გოცირიძე

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

რეკლამა
eudora.ge

“პარლამენტში დარეგისტრირებული აბსურდული კანონი, რომლის მიზანია ნაციონალური მოძრაობისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება, შეიძლება ქართული ოცნებას ბუნერანგივით უკან დაუბრუნდეს. აი რატომ: პარტია უნდა მოიხსნას არჩევნებიდან, თუ მის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა არამოქალაქე, ნასამართლევი პირი. ჰო და წარმოვიდგინოთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ რამენაირად დაითანხმა მაიკ ტაისონი (ისე, რა დიდი დათანხმება უნდა, ცოტა ფულს თუ მისცემ), რომ მხარი დაუჭიროს ქართულ ოცნებას და გულმხურვალედ და მუშტმხურვალედ მოუწოდოს ქართველ ამომრჩეველს ხმა მისცეს ამ პარტიას. რა არის ამაში ცუდიო, იკითხავთ. ის არის, რომ მაიკ ტაისონი ნაციხარია და სხვა ქვეყნის მოქალაქე. მორჩა, ჩაიხსნა არჩევნებიდან ქართული ოცნება.

“ქართულ ოცნებას” უფრო “უჭრის ჭკუა”, ვიდრე ევროპული საქართველოს ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე

უფრო მეტსაც გეტყვით: მიშამ ვიდეომიმართვა რომ გაავრცელოს ქართული ოცნების მხარდასაჭერად, ხომ უნდა გაუუქმდეს ამ პარტიას რეგისტრაცია?

რა შარში ყოფენ თავს ვერ წარმოუდგენიათ”

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები