“ეს არის ხალხი, რომელიც საკუთარ დედასაც გაყიდის…რაც უნდათ, ის დაიწყონ, ჩვენ არაფრის გვეშინია” – სააკაშვილი ენმ-ს დაფინანსების შეწყვეტაზე

“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი , მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება ეხმაურება და პასუხუხობს : “რაც უნდათ, ის დაიწყონ, ჩვენ არაფრის გვეშინია“.

მისი შეფასებით, ასეთ სიტუაციაში მათი ბრძოლა კიდევ უფრო დაჩქარდება.

“ჩვენი ხალხი შეჩვეულია ყველაფერს. მათ სცადეს ყველაფერი, ათასგვარი პროვოკაცია. ბოლოს და ბოლოს “ჩალიჩობენ”, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში იქნებ ჩემზე ან ვინმეზე აღძრან საქმე და ამით მაინც მოგვიშორონ და საქართველო დაადანაშაულონ ომში. ამაზე მეტი უბედურება, რაღა უნდა ჩაედინათ. ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია. საკუთარ დედასაც გაყიდის”, — აღნიშნა სააკაშვილმა “TV პირველის“ ეთერში.

რეკლამა
eudora.ge

ცნობისთვის, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.

მისი თქმით, საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არ აკმაყოფილებს ორ კონსტიტუციურ ცენზს — არ არის საქართველოს მოქალაქე და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები