“ენმ”-ი გიგა ბოკერიას ტყვეობაშია – ლევან იოსელიანი

ნაციონალური მოძრაობა გიგა ბოკერიას ტყვეობაშია – ამბობს პარტია „მოქალაქეების“ საარჩევნო სიის წევრი, ლევან იოსელიანი, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

„თუ ჩვენ მივიღებთ გამჭირვალე საარჩევნო სისტემას, ბარიერებს, რომლებიც გზას გაუხსნის ახალ პარტიებს, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ, თუ კითხვის ნიშნები აღარ იქნება არჩევნებთან მიმართებაში და წარსულს ჩავაბარებთ იმ უბედურებას, რაც არჩევნებთან არის დაკავშირებული – გამჭირვალეობა, ელეტრონული ხმის მიცემა და სხვა ათასი პროცედურაა, რაზეც მიდის მსჯელობა.

თუ ამ ყველაფერს მოვიპოვებთ, ეს ხომ იქნება ის პოლიტკური ფასი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა. ამას ისე ხომ არ დათმობდა?! ამ ყველაფერზე უარის თქმა იმიტომ, რომ ერთმა პარტიამ მანდატები ვერ დაიკმაყოფილა, მილიონების დახარჯვის მიუხედავად… და ამის გამო უნდათ პროცესი არიონ. ჩვენ – არც მე და არც ალეკო, დარწმუნებული ვარ, არც სხვები ოპოზიციიდან არ გადააყოლებენ ერთი პარტიის ახირებას ამ ყველაფერს“

მისი ინფორმაციით, მის აზრს ოპოზიციაში ბევრი იზიარებს. ის კოლეგებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გამბედაობა და ხმა ამოიღონ.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები