,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს 200 კვტ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარება სრულად აუნაზღაურდებათ

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სუბსიდირების პროგრამის მიხედვით, აბონენტებს, რომლებიც 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) 200 კვტ-ის ჩათვლით  მოიხმარენ ელექტროენერგიას, საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულ პერიოდში, ყოველ თვე გააფორმებს ხელშეკრულებას ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც, კომპანია მიაწვდის სამინისტროს აბონენტების ჩამონათვალს, რომლებიც მოხვდებიან  სუბსიდირების პროგრამაში.

რეკლამა
eudora.ge

აღსანიშნავია, რომ მაგალითად ნოემბრის თვის ელექტროენერგიის მოხმარების საფასურს, აბონენტები იხდიან დეკემბერში, დეკემბრის თვის მოხმარებას – იანვარში და ა.შ. შესაბამისად, თუ აბონენტს აქვს ოქტომბრის ან წინა თვეების დავალიანება, მათ თავად უნდა გადაიხადონ საფასური.

სემეკის ვებგვერდზე მოქმედებს კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმა (https://gnerc.org/ge/covid-19), სადაც იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად, სურთ არ ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სემეკის ქოლ ცენტრს – 16 216.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები