ელისაშვილი ევსაქებს ისევ უპირისპირდება: “​სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, რომ თუ არ იწამებ ბოკერიას ნათქვამს, მოსყიდული ხარ”

პარტია მოქალაქეების ხელმძღვანალი ალეკო ელისაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვა ისევ “ევროპული საქართველოს” კრიტიკას დაუთმო.

რეკლამა
eudora.ge

მისი თქმით, ” ​სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, რომ თუ არ იწამებ ბოკერიას ნათქვამს, მოსყიდული ხარ”.

“ჩვენ ვთქვით, რომ განსხვავებული ხედვა გვაქვს იმისგან, რაც აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს. განსხვავებული ხედვა აქვს გირჩსაც და კიდევ სხვა ჯგუფებს. მაგრამ ეს რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა იქ, რომ თუ არ იწამებ იმას, რასაც გეუბნება ბოკერია გეუბნება, ესე იგი შენ ხარ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული. არა, ჩვენ უბრალოდ განსხვავებული აზრი ვთქვით. რაღაც განსაკუთრებული კი არა, უბრალოდ ვთქვით, რომ ჩვენთვის არის საარჩევნო რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში, თუ შევთანხმდებით მეთქი. ააა, ბიძინამ გიყიდა პირველ სხდომაზე რომ მიდიხარო? ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ, ვიყავით იქ? არ ვიყავით, არც მეორეზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნა”, – აცხადებს ელისაშვილი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები