ეკო-მეგობრულობა – ის, რასაც 21-ე საუკუნეში ბრენდები უნდა გვთავაზობდნენ

ენერგორესურსების დაზოგვის თემა პოპულარული 90-იანი წლებიდან გახდა. ამ პერიოდში ამერიკელთა დაახლოებით 70% უწოდებდა თავის თავს გარემოს დამცველს. სწორედ ამ დროისათვის გააქტიურდა საერთაშორისო ორგანიზაცია Green Peace-იც, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო აქტიური და ხმამაღალი საუბარი გარემოს დაცვის მნიშვნელოვანებაზე.

ჰიპების მოძრაობის შემდეგ მილენიალთა თაობა გახდა პირველი, რომელმაც ხმა აიმაღლა ისეთ თემებზე სასაუბროდ, როგორებიცაა ადამიანთა უფლებები, ცხოველთა დაცვა, გარემოს დაცვა და სხვა.

2000-იანების დასაწყისში კი გაჩნდა ტერმინი ეკო-მეგობრული, რომელიც მიუთიუთებს, რომ პროდუქტი თუ სერვისი შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს (ეკოლოგიურია). შეზღუდული და არათანაბარი ბუნებრივი რესურსები, გლობალური დათბობა და თაობების განწყობა დიდ კომპანიებს აიძულებთ, რომ თავიანთ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გადახედონ და ბიზნესი ახლებური გზით წარმართონ.

ალბათ არავის გაუკვირდება, თუკი ვიტყვით, რომ ერთ-ერთი პირველი დიდი კომპანია, რომელმაც ჯერკიდევ 1990 წელს კომპანიის შიდა ეკოლოგიური პოლიტიკის დოკუმენტი გამოაქვეყნა, ტექნოლოგიის გიგანტი, ,,ეფლი’’ იყო.

ტექნიკის გიგანტები ეკო-მეგობრულობისთვის

რეკლამა
eudora.ge

თუკი 90-იან წლებში ტექნიკის ბრენდისგან ეკო-მეგობრულობაზე განაცხადი უცნაურად ჟღერდა, დღეისათვის ტექნიკის ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან მახასიათებლად სწორედ რომ ენერგოეფექტურობა ითვლება.

ენერგოეფექტურობის მოთხოვნა არა მხოლოდ გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას უწყობს ხელს, არამედ გაცილებით ეკონომიურია გრძელვადიან პერსპექტივაში.

დღესდღეობით ჭკვიანი ტექნოლოგიებიც სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება: კომპანიები ცდილობენ იმგვარად დაუკავშირონ საოჯახო ტექნიკა და მობილური ტელეფონის აპლიკაციები ერთმანეთს, რომ მომხმარებელს შეეძლოს მათი დისტანციურად ჩართვა თუ გამორთვა. შესაბამისად, გამათბობლების, კონდიციონერების, სარეცხისა თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანების თანამედროვე მოწყობილობები დღეს სწორედ ამგვარადა გადაწყობილი.

თითოეულ მათგანს სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო და ელექტროენერგია სჭირდება იმ დავალებების შესასრულებლად, რასაც მათ მომხმარებელი აძლევს; კონდიციონერები ჰაერს არა მხოლოდ აღარ აბინძურებენ, არამედ ატენიანებენ და იონიზირებას უკეთებენ; მაცივრები ონკანის წყალს არა მხოლოდ აციებენ, სასმელად ვარგისადაც აქცევენ; გამათბობლების უმეტესობა კი ჭკვიანურად ზოგავს ენერგიას და ამავდროულად სახლში  ოპტიმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს მთელი დღე-ღამის განმავლობაში.

ეკო-მეგობრულობა აისახება არა მხოლოდ ტექნიკის ფუნქციონირებაზე, არამედ – მათ დიზაინზეც. დღეს უფრო  და უფრო ხშირად გვხვდება მაღაზიების დახლებზე ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და მათი შემადგენლობისაგან გარემოზე ზიანის მიყენების რისკებიც  მინიმუმამდეა დაყვანილი.

1990-იანი წლებიდან დღემდე, კომპანია „ეფლს“ ტექნიკის სხვა კომპანიებმაც მიბაძეს. ენერგოეფექტურობის პოლიტიკას დღეს ისეთი გიგანტები ატარებენ, როგორიცაა Mitsubishi Electric, SHARP, Midea, Warmhaus, Beretta და სხვა საერთაშორისო ტექნიკის კომპანიები.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები