“ევროპული საქართველო” უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე

“ევროპული საქართველო” უარს ამბობს პარლამენტში შევიდეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიაწოდა ინფორმაცია მედიას.

რეკლამა
eudora.ge

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა არათავისუფალ გარემოში და ამ მიზეზით, ამ პროცესის ლეგიტიმაციას არ შეუწყობენ ხელს. პარტია, ამავდროულად, უარს ამბობს მეორე ტურში მონაწილებაზეც.

“იმან, რაც მოხდა საარჩევნო კომისიებში, არ დატოვა კითხვები, როგორ ჩატარდა არჩევნები. არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით იყო ჩართული გაყალბებები მანქანა; არჩევნები, სადაც ერთდროულად ჩართული იყო პარტიული, სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები; არჩევნები, სადაც ამომრჩეველს აშინებენ სუს-ი, სახელმწიფო და კრიმინალები; არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად. ჩვენი შეფასება მკაფიოა, ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”, – თქვა ბაქრაძემ.

ბაქრაძის შემდეგ საზოგადოებას და მედიას გიგი უგულავამ მიმართა, რომელმაც თქვა, რომ “ამ პარლამენტში შესვლა “ქართულ ოცნებაში” შესვლაა”.

“ევროპულ საქართველოსთან” ერთად, არჩევნების ლეგიტიმურობას, რომლითაც უმრავლესობაში “ქართული ოცნება” რჩება, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ეჭვქვეშ აყენებენ. მათ შორის, “სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელმაც ასევე უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები