ევროპის ქვეყნებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს.
- ესპანეთმა Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა მიიღო და მადრიდთან ახლოს სპეციალურ სასაწყობე სივრცეში განათავსა.
- Pfizer-ის მიერ წარმოებული პირველი 9 750 დოზა მიიღო იტალიამაც, ვაქცინები რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში განათავსეს.
- ვაქცინის დოზები იტალიაში ბელგიიდან სპეციალური მაცივარი სატვირთოებით პოლიციის ესკორტის თანხლებით ჩაიტანეს.
- იტალიაში ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან იწყება.
- ვაქცინების პირველი დოზა მიიღო საბერძნეთმაც. პირველ პარტიაში Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 9 750 დოზაა. ვაქცინა ათენში, ფარაცევტულ საწყობში შეინახეს. ხელისუფლების ცნობით, საბერძნეთი აპრილამდე 1.2 მილიონი დოზის მიღებას ელოდება. თავდაპირველად ვაქცინაცია 27 დეკემბერს ათენის 5 საავადმყოფოში დაიწყება.
Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია შეიტანეს ბელგიის საავადმყოფოებშიც. ბელგიიდან საფრანგეთში ჩაიტანეს ვაქცინის 20,000-მდე დოზა. საფრანგეთიც ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან იწყებს.
კორონავირუსის ახალი შტამი, VOC-202012/01, ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა – WHO
პრიორიტეტი ასაკიან და მოწყვლად მოსახლეობას ენიჭება. ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა 5 დღის წინ გასცა. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება 27-29 დეკემბერის პერიოდიდან გადაწყდა.