ევრიკა! აღმოჩენილია წონაში დაკლების უმარტივესი გზა

აღნიშნული ბაქტერია უკვე დიდი ხანია გამოიყენება ყველის წარმოებაში, რითაც მისი ორგანიზმში შეყვანის უსაფრთხოება დადასტურებულია

 მეცნიერთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ნაწლავის ბაქტერია Hafnia alvei-ზე დამზადებული პრობიოტიკი ჭარბი წონის მქონე ადამიანებს უსაფრთხოდ გახდომაში დაეხმარება, იუწყება ვებგვერდი Eudora.ge რომელზეც რუანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის მონაცემება გამოქვეყნებული.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბაქტერია Hafnia alvei და გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ClpB ცილის სინთეზზე, ჯანმრთელი ადამიანების ნაწლავებში არსებობს. ამასთან რამდენიმე ასეული ადამიანის მიკრობიოტის ნიმუშების შესწავლის გზით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კანონზომიერება: ამ ბაქტერიების რაოდენობა ჭარბწონიან ადამიანებში შემცირებულია.

„სიმსუქნის პროფილაქტიკისა და მკურნალობის არსი იმაშია, რომ  ბაქტერიები პრობიოტიკის სახით მიეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ“, — აცხადებენ მეცნიერები.

საფრანგეთში Hafnia alvei გამოიყენება ყველის რბილი სახეობების წარმოებისთვის, მაგალითად, კამამბერისა, ამიტომ ორგანიზმში მისი „გარედან“ შეყვანის უსაფრთხოება უკვე დადასტურებულია.

რეკლამა
eudora.ge

მკვლევარებმა პრეკლინიკური კვლევები მსუქან თაგვებზე ჩაატარეს, რა დროსაც მღრღნელებს დღეში ერთხელ აძლევდნენ ბაქტერიის დოზას. ექსპერიმენტის შედეგად, თაგვებმა წონაში კლება Hafnia alvei-ის დამატებიდან ოთხი დღის შემდეგ დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ ბაქტერია ცოტა ხნის წინ გერმანიაში ადამიანებზე გამოიცადა და მან ამ შემთხვევაშიც დადებითი შედეგი აჩვენა. გაირკვა ისიც, რომ  ბაქტერიების მიღების შედეგად ადამიანებს შიმშილის შეგრძნება მნიშვნელოვნად უმცირდებოდათ.  

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები