“დღიური მუშა ვერ ვიშოვე, 3 დღე 100 ლარზე ნაკლებად გარეთ გასვლა არ მიღირსო” – გურამ მეგრელიშვილი

მწერალი და კინორეჟისორი გურამ მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

„ბოლო დროს ძალიან ბევრი წუხს, რომ ხალხი დარჩა უმუშევარი, შიმშილი სუფევს და ა.შ. დღიური მუშა ვერ ვიშოვე, 3 დღე 100 ლარზე ნაკლებად გარეთ გასვლა არ მიღირსო, იყო პასუხი. დამლაგებლის პოვნა კი უფრო რთულია, ვიდრე ვირუსოლოგების.

რეკლამა
eudora.ge

ონლაინ კაზინოები ორმაგი დატვირთვით მუშაობენ. გემბლინგის ჭაობშია ჩაფლული ქვეყანა და დედების ხარჯზე თამაშობენ ზრდასრული ცოლიანი მამაკაცები.

ცოლი რომ მოვიყვანე, 150 ლარი მქონდა ხელფასი და ღამე აზერბაიჯანელების საპონს ვცლიდი წერეთელზე, 100 ლარს გვიხდიდნენ 12-მეტრიანი ტრაილერის დაცლაში 4 ადამიანს.

ძალიან მტკივნეული იყო ამ სამსახურში ყოფნა, განსაკუთრებით თავი კიტრად რომ არ მოგაქვს ადამიანს, მაგრამ მამაჩემის ხარჯზე ცხოვრებას ნამდვილად ასე მერჩივნა. მარტივად „გადავეწყვე“ მწერლობიდან მტვირთავობაზე და არავისთვის დამიბრალებია ეს ამბავი.

ალბათ, დროა მოვრჩეთ წუწუნს და ავწიოთ ერთი ადგილი. ცხოვრება ასეთია, სხვის იმედად ყოფნა ინფანტილიზმია და მეტი არაფერი.

მხოლოდ საქართველოს არ შეხებია ეს კრიზისი. იტალიელმა ფერმერმა 5 ტონა კომბოსტო გადაყარა და ჰოლანდიელ მეყვავილეებს სრული მოსავალი გაუნადგურდათ.

ძნელად მიიღებს ბევრი ამ პოსტს, მაგრამ ჩემი მხრიდან დანახული სიმართლე ესაა“

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები