დღეიდან თოვლი და ყინვა ახალი ძალით შემოგვიტევს – მომდევნო რამდენიმე დღის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C იქნება.

21 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.

„22-24 თებერვალს ნარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

რეკლამა
eudora.ge

25-26 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები