“სამწუხაროდ დავკარგეთ ძალიან საყვარელი და კარგი გოგონა. როგორც ვიცი, ანას ავტომანქანას საბურავი გაუსკდა და ხეს შეეჯახა. 22 წლის გოგონა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. კიდევ ერთი ჩვენიანი დავკარგეთ. მეამაყება ყველა ავტომოყვარული გოგო. შეიძლება არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრჯერ მინახავს მისი სრიალი ჯინოზე. სამწუხაროა, რომ დაგვტოვა და გულში სევდა დაგვიტოვა”, – ეს სტატუსი ერთმა ავტომოყვარულმა დაწერა გოგონაზე, რომელიც თბილისში საშინელ ავტოავარიას ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა 6 დეკემბრის საღამოს, აეროპორტის გზატკეცილზე, კონკრეტულად, ორხევის ხიდის ქვეშ მოხდა.
სწრაფად მომავალი “ნისანის” მარკის ავტომანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა.
22 წლის ანი გოგრიჭიანი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული მისი თანმხლები ორი პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ambebi.ge-სთან ანას ახლობელი ჰყვება:
“იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმდა. როგორც ჩანს, ანა სწრაფად მოდიოდა, კომენდანტის საათისთვის რომ მიესწრო, მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა… მანქანა მოუცურდა და ხეს შეეჯახა