დიდი დაპირისპირება მთავრობაში – “გახარიამ ტიკარაძეს წყლის ბოთლი ესროლა”

მთავრობის სხდომაზე მომხდარმა დაპირისპირებამ, რა დროსაც წყობიდან გამოსულმა პრემიერმა გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრს ბოთლი ესროლა, დიდი ინტერესი გამოწვია. საკითხზე “ანონსი” “მთავარმა” არხმა გაუშვა, სადაც არ არის საუბარი ვის დაუპირისპირდა გახარია.

“ნიუპოსტის” მიერ მოპოვებული, სამთავრობო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პრემიერი ჯანდაცვის მინისტ ეკა ტიკარაძეს დაუპირისპირდა და წყლის ბოთლი ესროლა.

მიზეზი კოვიდპანდემიის დროს, ტიკარაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია, რომელმაც გახარიას თქმით, “ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსი გამოწვია”.

ამბობენ, იმასაც რომ ეს დაპირისპირება შუშის სასახლის მფლობელის ყურამდეც მივიდა. ბიძინა ივანიშვილმა კი მხარი ეკატერინე ტიკარაძეს დაუჭირა.

რეკლამა
eudora.ge

“გათამემებული მინისტრი კი გაყვიროდა, ეგ პრემიერი არ იქნებაო”- აცხადებს წყარო.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები