დენი ძვირდება-სემეკი დეკემბრის ბოლომდე ტარიფებს დაადგენს

დეკემბრის ბოლომდე უნდა გადაწყდეს, გაძვირდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი მოსახლეობისთვის.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, უკვე ცნობილია, რომ კომპანიებს დენის ტარიფი მინიმუმ 3-4 თეთრით გაეზრდება. ბიზნეს ასოციაციის წევრები უკვე წინასწარ ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გადასახადის ზრდა გარდაუვალია. კერძო მეწარმეებმა იციან, რომ ლარის გაუფასურებისა და დენზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ტარიფების ზრდის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ხელისუფლებასთან კონკრეტული კითხვები აქვთ.

რეკლამა
eudora.ge

საქართველოს შვიდი ბიზნეს ასოციაცია, რომლებსაც გაზის ტარიფი უკვე გაეზარდა, გაზმომარაგების კომპანიას „თბილისი ენერჯი“ საპროტესტო განცხადებით მიმართავს. 

ბიზნეს ასოციაციები თვლიან, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზნეს – სუბიექტებისთვის გაზის ტარიფის ზრდა მძიმე დარტყმა იქნება და მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. 

ბიზნეს ასოციაციების ნაწილი ფიქრობს რომ საკითხის მოგვარება ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს და კომპანიებს შორის მედიატორის როლი უნდა შეასრულოს.

მსხვილი საწარმოების მმართველები ამბობენ, რომ პანდემიით მიყენებული უზარმაზარი ზარალის შემდეგ, გაზრდილი კომუნალური გადასახადები მათ ბოლომდე გაანადგურებთ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები