დეკემბრის ბოლოს ცაზე „ბეთლემის ვარსკვლავი“ გამოჩნდება – პირველად 800 წლის შემდეგ

წლის მიწურულს კაცობრიობა უიშვითესი ასტრონომიული მოვლენის მოწმე გახდება – „შობის ვარსკვლავი“ პლანეტის ყველა წერტილიდან გამოჩნდება

პლანეტის მოსახლეობა რამდენიმე დღეში, 2020 წლის  21 დეკემბერს, უნიკალური ასტრონომიული მოვლენის მოწმე გახდება: პირველად 800 წლის შემდეგ იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს მაქსიმალურად მიახლოვდებიან და  მოკაშკაშე „ორმაგ პლანეტას“ წარმოქმნიან, იუწყება NBC News-ი.

საუბარია ეგრეთ წოდებულ ბეთლემის ვარსკვლავზე (იგივე შობის ვარსკვლავი), რომელიც მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტების დაახლოების შედეგად ფორმირდება.

„შობის ვარსკვლავის“ დანახვა დედამიწის ნებისმიერი წერილიდან იქნება შესაძლებელი 21 დეკემბერს (წლის ყველაზე მოკლე დღე), მზის ჩასვლის შემდეგ. „ბეთლემის ვარსკვლავი“ ჰორიზონტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განთავსდება.

გერმანელი ასტრონომი იოჰან კეპლერი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ირწმუნებოდა, რომ „ბეთლემის ვარსკვლავი“ ბიბლიური მოგვების ისტორიაში ცაზე ერთბაშად სამი პლანეტის ― იუპიტერის, სატურნისა და ვენერის შეერთების შედეგად წარმოიშვა. მაგრამ წელს ვენერა ასტრონომიულ მოვლენაში მონაწილეობას არ მიიღებს ― ის მოშორებით განაგრძობს ნათებას.

რეკლამა
eudora.ge

ასტრონომების თქმით, „ბეთლემის ვარსკვლავი“ აუცილებლად სანახავი მოვლენაა, რადგან ის ცაზე კვლავ ჯერ 60 წლის შემდეგ გამოჩნდება ― 2080 წლის 15 მარტს, შემდეგ კი მხოლოდ 2400 წელს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები