“დედის რძე კორონავირუსის ანტისხეულებს შეიცავს” – მეცნიერების უახლესი კვლევა

მეძუძური დედის რძე შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და შეიცავდეს SARS -COV-2-ის ინფექციების საწინააღმდეგო ანტისხეულებს- ამის შესახებ აღნიშნულია სამეცნიერო ჟურნალ SCIENTIST-ში გამოქვეყნებულ სტატიაში

აღნიშნულ კვლევაში გაცხადებულია, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა დედის რძეში ცხადჰყოფს იმას, რომ მშობელი შესაძლოა ანტივირუსულ იმუნიტეტს გადასცემდეს ახალშობილებს- ამის შესახებ ინფორმაციას კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, კრისტინ ჩემბერსი აცხადებს.

რეკლამა
eudora.ge

„დედის რძეში არსებული ანტისხეულები სასარგებლო იქნება არა მარტო ახალშობილების ინფექციისგან დასაცავად, არამედ რძიდან ამოღებული ანტისხეულები სავსებით შესაძლებელი იქნება რომ გამოყენებული იქნას, როგორც კოვიდ 19-ის ეფექტური სამკურნალო საშუალება“ – წერია ზემოხსენებულ სტატიაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სისხლიდან მიღებულმა ანტისხეულებმა შესაძლოა, თვეობით გაძლოს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები