“დაცვამ ამიკრძალა ზედმეტი ბოდიალი” – სად დაინფიცირდა გიორგი გაბუნია

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია კოვიდინფიცირებულია.

კოვიდდადებითმა პაციენტმა, გიორგი გაბუნიამ, გუშინ გადაცემა „პოსტ ფაქტუმი“ სახლიდან წაიყვანა და თქვა:

„კორონა მჭირს, თითქმის ორი კვირაა გამოკეტილი ვარ. მინდოდა ბევრი მემოძრავა სახლში, დამეთვალიერებინა, სად ვცხოვრობ, როგორ ვცხოვრობ, როგორ ვატარებ ორ კვირას კორონასთან ერთად,  მაგრამ ჩემმა დაცვამ ამიკრძალა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სახლში ზედმეტი ბოდიალი და ჩვენება სად და როგორ ვცხოვრობ.

რეკლამა
eudora.ge

რას ვიზამთ, დიდი ხანია ტყვეობაში ვცხოვრობ. რაც გამოვიარე ეს გზა მაქსიმუმი იყო, იქეთ ვეღარ წავალ. მოკლედ ორი სიტყვით გეტყვით, როგორ დამემართა კორონა, კი ვიცი, მაგრამ არ დავკონკრეტდები. სამსახურში გადმომედო.

ერთ ორშაბათს, გავიღვიძე დილით და მივხვდი სიცხე მქონდა, ვხურდი. დაბალი სიცხე მქონდა, დაახლოებით 37.2 და შუადღისით ავიდა 38.5-მდე. მივხვდი მქონდა კორონა. მეორე დღეს გავიკეთე ტესტი და დამიდასტურდა.

მსუბუქ ფორმაში, ორი დღე მქონდა სიცხე, შემდეგ ყელის ჩახეხილობა, ხველება არ მქონია, არც სისუსტე და დაღლილობა. სამაგიეროდ სამშაბათს გამიქრა გემოს და სუნის შეგრძნება. მეგონა მალე დამიბრუნდებოდა, მაგრამ თითქმის ორი კვირაა გამოკეტილი ვარ სახლში და არ დამიბრუნდა. თითქოს მიბრუნდება და შემდეგ ისევ ქრება.

ვიღაცას სამ დღეში დაუბრუნდა, ვიღაცას ხუთ დღეში. აღმოვაჩინე მეგობრები, ვინც კორონა გადაიტანა და ერთი თვე დარჩათ ეს სიმპტომი. საწუწუნო არ მაქვს, რაც მთავარია არ ვიხრჩობი, სისუსტე და ტკივილი არ მაქვს. ველოდები გემოს და სუნის აღდგენას. ხვალ ვიტარებ განმეორებით ტესტს, დარწმუნებული ვარ დავამარცხე. როგორ მენანება რომ ვერ ვმოძრაობ, ჩვეულებრივ სტუდიაშიც არ მიყვარს დამჯდარი როცა მიმყავს გადაცემა“

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები