დასველებულ ადამიანებს დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ნუ მოკლავთ

ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც ნიუ იორკის კლინიკაში მუშაობს და რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დროდადრო რჩევებს აქვეყნებს, პოლიციას მიმართავს:

ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებამ. მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით…

სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში.

რეკლამა
eudora.ge

საქართველოში, უკვე არც ერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.

ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!!!

ახლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა!

გთხოვთ, ნუ მოკლავთ ადამიანებს!!!

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები