საქართველოს პრეზიდენტს შვილიშვილი პირველად შეეძინა. ქვეყნის მმართველი ახალშობილის პირველ ფოტოს აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში მცხოვრებ ვაჟს შვილი შეეძინა. სალომე ზურაბიშვილი 68 წლის ასაკში ბებია პირველად გახდა. მან ამის შესახებ Instagram- ის პირადგვერდზე დაწერა. „დაიბადა მარიამ გუგუშვილი-გორჯესტანი“, – წერს ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს. მარიამი პრეზიდენტის პირველი შვილიშვილია. შეგახსენებთ, პრეზიდენტის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა გასულ წელს ფრანგ გოგონაზე, კონსტანსაზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა.
როგორც ცნობილია სალომე ზურაბიშვილის შვილები – ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თემური, საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ.
იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში.
ცნობილია, რომ პოლიტიკოსი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის შვილი.
მას შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი ქართულად გამართულად საუბრობენ.