“დაგვარბიეს, გვესროლეს, მაინცდა მაინც უნდა შევეწიროთ?! სისხლი უნდა დაიღვაროს?! მე დანებებას არ ვაპირებ” – ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ, დღეს გლდანში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის გადაწვასთან დაკავშირებით ისაუბრა და კონკრეტული პირი დაასახელა, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა.

რეკლამა
eudora.ge

“ესაა შტაბი, რომელიც მე3 კირკოში მდებარეობს. მიკრორაიონში, სადაც დამაჯერებლად მოვიგე. კობიაშვილი-კალაძესთან ურთიერთობაში მყოფი კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროშია, მისი ძმის , ლევან შუკაკიძის მეშვეობით დაგეგმა და განახორციელა ეს ვანდალიზმი. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი – ან ვირჩევთ გზას, რომელიც მიგვიყვანს ცივილიზებულ სამყაროში, ან გამოვუცხადებთ ბრძოლას დანაშაულებრივ სამყაროს. მე ვუცხადებ უკომპრომისო ბრძოლას კანონიერ ქურდებს, ფეხქვეშ უნდა ეწოდეთ მიწა. ამ ადამიანების მეცადინეობით მოხდა დარბევაც საარჩევნო უბნების. მივმართავ პარტნიორ ორგანიზაციებს, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს – რა უნდა მოხდეს კიდევ?! დაგვარბიეს, გვესროლეს, მაინც და მაინც უნდა შევეწიროთ?! სისხლი უნდა დაიღვაროს?! მე დანებებას არ ვაპირებ” – აცხადებ მელია.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები