დააპატიმრეს ყოფილი მღვდელი, რომელიც მონაზვნებს და ბავშვებს თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა

29 დეკემბერს, ურალის მთების ერთ-ერთი მონასტრის ყოფილი სქემმღვდელმონაზონი სერგეი რომანოვი დააპატიმრეს, რომელიც მონასტრის მონაზვნებსა და ბავშვებს (არასრულწლოვნებს) თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა.

რეკლამა
eudora.ge

რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას „მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სასულიერო პირებისთვის ხელფასების დანიშვნას მოითხოვს

თავდაპირველად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხსენებულ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება აუკრძალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც აგრძელებდა ანტიკანონიკურ მსახურებას, რის შედეგადაც წმიდა სინოდმა იგი განკვეთა და ანათემას გადასცა.

ყოფილი სასულიერო პირის ქმედებებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რის მიხედვითაც მინიმუმ ათ მონაზონს გამუდმებით მოუწოდებდა თავი მოეკლათ, ამის შესახებ ქადაგება ინტერნეტშიც გავრცელდა.

არსებულ მდგომარეობაზე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა აღნიშნა: „სამწუხაროა, რომ სერგეი და მისი მხარდამჭერები არ ემორჩილებიან ეკლესიის მოწოდებას და არ გამოხატავენ სინანულს თავიანთ ქმედებებზე“.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები