დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას?

პარლამენტთან გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.

რეკლამა
eudora.ge

შეგახსენებთ, რომ მას აღნიშნული სამაჯური გირაოსთან ერთად აღკვეთი ღონისძიების სახით ჰქონდა დანიშნული და 20 ივნისის საქმეზე საპატიმრო ღონისძიება სწორედ ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებით არ შეეფარდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მან ეს სამაჯური პროტესტის ნიშნად თვითნებურად მოიხსნა, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა სამართლებრივი რეაგირების საკითხი.

კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულ სამაჯურის თვითნებურად მოხსნის შემთხვევაში „განგაშის სიგნალი“ ირთვება პრობაციის სამსახურში, რომელიც არის მაკონტროლებელი ორგანო.

ამის შემდეგ პრობაციის სამსახური ვალდებულია ფაქტის შესახებ ავტომატურად აცნობოს პროკურატურას, ხოლო პროკურატურა ვალდებულია მიმართოს სასამართლოს უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, ვინაიდან გირაოთი და ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლებულმა პირმა დაარღვია სამაჯურის ტარების წესები.

ამის შემდეგ კი თავად სასამართლოზეა დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დამრღვევი პირის მიმართ.

ამ შემთხვევაში სასამართლოს ეძლევა საფუძველი, რომ კონკრეტულ პირს ნაკლებად მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალოს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები