“გლოვოს” და “ვოლტს” ლობი ჰყავს? ექიმი მეუბნება ივარჯიშეო, ფიტნეს მიკეტავ, მაგრამ სალონი ღიაა?”

რესტორატორი ნიკა მანჯგალაძე, ტვ პირველის ეთერში ამბობს:

რეკლამა
eudora.ge

“პარასკევს ვიყავი ღამის კურიერში და ბატონმა გამყრელიძემ განაცხადა, მე არაერთხელ გავაჟღერე რა უნდა გაგვეკეთებია, მაგრამო… ირაკლიმ ჰკითხა იმნაიშვილმა, მითხარით ვინო და ახლა არ არის თითის გაშვერის დროო… თუ თითის გაშვერის დრო ახლა არ არის, ისევ ის მიწესებს რეგულაციას და ისევ ის მმართავს სიტუაციას – ე.ი. სად მივედინებით? იგივე მდგომარეობაში ჩავვარდებით.

შაბათს ჩვენ გავუშვით 28 თანამშრომელი… იმ ადამიანებს თავისი ოჯახი მოსდევს…

ხუთშაბათს რომ გიცხადებენ, რომ ვეღარ იმუშავებ, ხარჯი გაწეული მაქვს, პროდუქტი ნაყიდი.

მერე რომ მეუბნები, რომ “გლოვოსთან”, “ვოლტთან” ვიმუშავო, რატომ? ლობი ჰყავს? აბა, რისი ეჭვი უნდა მქონდეს? იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, მიმართეს, საშვი მიეცათ, რათა ღამის მომსახურება გაეწიათ და არა, მიეცით “გლოვოს” ან “ვოლტს”.

კარგი, მაგრამ თანამშრომელი როგორ უნდა მოვიყვანო, ან გავუშვა სახლში?

როდესაც ექიმი მეუბნება ივარჯიშეო, ფიტნეს მიკეტავს, მაგრამ სალონი ღიაა, სადაც გვერდიგვერდ სხედან, თმას იჭრიან, ფენიდან ცხელი ჰაერი წამოვიდა, რომელიც ყველაზე სარისკოა…

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები