გვითხარით, რომელ ტექნიკას იყენებთ და გეტყვით, ადამიანის როგორ ტიპს განეკუთვნებით

ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რომელ ტექნიკას იყენებთ ყველაზე ხშირად თქვენს სამზარეულოში? რომელი ელექტრომოწყობილობაა თქვენი ყველაზე განუყრელი მეგობარი, როცა სახლში მშიერი და დაღლილი ბრუნდებით? ვეცდებით, განვსაზღვროთ, როგორი ტიპის ადამიანი ხართ, თუკი გვეტყვით, ჩამოთვლილთაგან რომელ ტექნიკას იყენებთ ყველაზე ხშირად.

გრილ-ტოსტერი

ეს ჯანსაღად და გემრიელად კვების მოყვარული ადამიანია. არა, ის არასოდეს დიეტობს, თუმცა მაინც აკონტროლებს თავის ყოველდღიურ რაციონს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან უყვარს მხიარული წვეულებები გემრიელ კერძებთან ერთად და სასარგებლოსა და სასიამოვნოს ერთმანეთს ეფექტურად უთავსებს. თუკი მეგობრებს ზაფხულობით ეზოში, მაყალზე მომზადებული მწვადით უმასპინძლდება, ზამთარში მას ასეთი შეკრებებისთვის ჭკვიანური ალტერნატივა, გრილი-ტოსტერი აქვს მომზადებული. მწვადი ხომ გრილ-ტოსტერშიც მარტივად იწვება! შესაბამისად, შეგვიძლია, ასეთი ადამიანი შევაქოთ იმისათვის, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად მეგობრული წვეულებების იდეალურად ორგანიზებასაც ახერხებს.

ტოსტერი

ტოსტერის ან ე.წ სენდვიჩმეიქერის მფლობელი ადამიანი აუცილებლად პრაქტიკულიცაა. ის არასოდეს გადაყრის წინა საღამოს მორჩენილ სადილს. და მართლაც, რატომ უნდა დავკარგოთ საკვები, თუკი მისი ორ პურს შორის მოქცევა და გემრიელი სენდვიჩის გაკეთებაა შესაძლებელი? თანაც, ყველამ იცის, რომ გახუხული პური ჩვეულებრივ პურთან შედარებით უფრო ჯანსაღია. შესაბამისად, რატომაც არ უნდა ჩავთვალოთ ასეთი ადამიანი პრაქტიკულთან ერთად ჯანსაღი კვების მოყვარულადაც?

მიქსერი

თქვენ სამზარეულოს ნამდვილი ჯადოქარი ხართ. მიქსერით იშვიათად თუ მოამზადებთ სწრაფ და მარტივ კერძებს ან დესერტებს, რადგან მასთან ერთად მუშაობა ისეთი საქმეა, რომელიც თქვენში დეტალებზე ორიენტირებისა და ესთეტიკის აღქმის უნარს აღვიძებს. ალბათ, დიდი ოჯახიც გყავთ ან სამეგობროს მთავარი შეფ-მზარეული ბრძანდებით. თქვენ მიერ მოწყობილი წვეულებები ყველასათვის დიდი დღესასწაულია, რადგან იციან, რომ სტუმრებს აუცილებლად გაუმასპინძლდებით გემრიელი, სახლში დამზადებული კრემიანი ნამცხვრებითა და სხვა დესერტებით. სამეგობროში თქვენნაირი ადამიანი უდავოდ საჭიროა!

რეკლამა
eudora.ge

მიკროტალღური ღუმელი

თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც დიდ ოჯახურ შეკრებებზეც კი პოულობს რამდენიმე წუთს, რომ მნიშვნელოვან ელფოსტას უპასუხოს. საქმეს ყველაფერზე წინ აყენებთ, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, არასოდეს გრჩებათ დრო, სახლში კერძები თავად მოამზადოთ. ასე რომ, მხოლოდ მზა კერძების გაცხელებით შემოიფარგლებით. თუმცა, ალბათ, თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მავნებელია მუდმივად მზა კერძებით კვება. ამიტომაც, ჯობს, ის წესრიგი და დისციპლინა, რასაც საქმეში ბრწყინვალედ ავლენთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც მოახმაროთ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები