გერმანიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება

გერმანიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება. ვაქცინა პირველ ეტაპზე პრიორიტეტულ ჯგუფებს გაუკეთდებათ, რომელთა შორის მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ბერლინის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაქცინაციის პროცესის დაწყების შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრისა და ფედერაციული მხარეების ოფიციალური პირების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

რეკლამა
eudora.ge

გერმანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის დამტკიცებას ელოდება. სააგენტო ვაქცინას სავარაუდოდ 21 დეკემბერს დაამტკიცებს. თუმცა, ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, ორგანიზაციის მიერ ვაქცინის გამოყენების საბოლოო დადასტურება 23 დეკემბერს მოხდება.

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით რეკორდულად ბევრი, 952 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 27 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კარანტინია დაწესებული.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები