გახარია: ეს იყო ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან მიმდინარე აქციისა და მის დარბევას. პრემიერი გახარია, ისევე, როგორც 20 ივნისს, ამბობს, რომ ეს იყო “ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა”. 

რეკლამა
eudora.ge

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. 

“ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა”. – თქვა გიორგი გახარიამ. 

როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, გუშინ “ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო”. მისი შეფასებით, სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს “ლეგიტიმური და უმკაცრესი”. გიორგი გახარია ამბობს, რომ “მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს” და ეს ამომრჩევლის დავალებაა. 

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები