„გახარიას გადადგომა მინდა მივულოცო ყველა მოქალაქეს“- სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრემიერის გადადგომა გამარჯვებაა.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს არის გამარჯვება. ჩვენ გავიმარჯვეთ, ნიკა მელიამ გადატეხა წელში ბოროტი რეჟიმი. ახლა ჩვენი მოთხოვნა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. მე მინდა მივულოცო ყველა მოქალაქეს.

ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს ჩვენ თქვენთან ერთად გახარიას გადადგომით დავამარცხეთ გავრილოვი და რუსეთი“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები