გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ზღვაში იპოვეს

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრენის შემდეგ გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, მაშველებმა ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

აშშ-ში თვითმფრინავი სახლს შეეჯახა

სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ვერ ადასტურებენ, ეკუთვნის თუ არა ზღვაში აღმოჩენილი ნამსხვრევები Sriwijaya Air-ის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელზეც 50 პირი მგზავრობდა. 

რეკლამა
eudora.ge

სი ძინპინი: “ჩინეთის არმია ომისთვის მუდმივად უნდა იყოს მზად”

სამგზავრო თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა BBC-მა. ფრენების ვებგვერდზე, რომელიც სხვადასხვა თვითმფრინავის ადგილმდებარეობას ყოვლწუთიერად აახლებს, გამქრალმა თვითმფრინავმა 1 წუთზე ნაკლებ დროში 3 000 მეტრის სიმაღლე დაკარგა. 

ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. 

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები