გამკაცრდება თუ არა კონტროლი ავტობუსებშიც – კახა კალაძის განმარტება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეების გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და ამ მხრივ, წესების მეტად გამკაცრება ჯერჯერობით, არ იგეგმება.

„თქვენ იცით, რომ მეტროში პირბადეებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მკაცრად აკონტროლებენ. იგივე ხდება ავტობუსებში – პირბადის გარეშე ასულ ადამიანებს სთხოვენ, რომ ის აუცილებლად გაიკეთონ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ავტობუსი არ იძვრება და ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახება“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი მკაცრად ხორციელდება.

ამ მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალურ ტრანსპორტს, მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დაყენება აკრძალულია, ხოლო ავტობუსებში მოქალაქეთა წესრიგს კონტროლიორები ადევნებენ თვალ-ყურს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები