“გამიხარდებოდა საკრებულოში რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით” – კალაძეზე ოპოზიციაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე , საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის არყოფნას ეხმაურება და აცხადებს, რომ “აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით”.

რეკლამა
eudora.ge

კალაძის თქმით, ოპოზიცია თბილისელების წინაშე პასუხისმგებლობას არ იღებს და ეს მათი არჩევანია.

დახურულ ობიექტებს დასუფთავების გადასახადი მოეხსნებათ – კალაძე

„მათი გადასაწყვეტია, ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია ირჩევს თავის გზას. მე გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით. თუმცა, მათ არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას თბილისელების წინაშე და იმ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სჭირდება თბილისს და თბილისელებს,“- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები