გადაიწევა თუ არა “კომენდანტის საათი” ? – კახა კალაძის განმარტება

კითხვაზე: 24 დეკემბრიდან გაუქმდება თუა არა “კომენდანტის საათი” დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ “საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან პანდემიას “ომი გამოუცხადა”

რეკლამა
eudora.ge


“რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე. განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ჩამქრალი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.შეგახსენებთ, რომ საახალწლო კონცერტებს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, ესეც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები