ბურჯანაძე კობახიძეს: თქვენ მიგზავნილი ხომ არ ხართ ქართულ ოცნებაში?

“ბატონო კობახიძე, თქვენ მიგზავნილი ხომ არ ხართ ქართულ ოცნებაში?” – ასე ეხმაურება ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტიების დაფინანსების შესახებ

“როგორც იურისტმა, უნდა იცოდეთ, რომ ახლა მაგ კანონს ვერ მიიღებთ, იმიტომ, რომ კანონს უკუქცევის ძალა არ შეიძლება, რომ მისცეთ. 

თუ ვინმეს მართლა ერთი წამითაც კი თავში გაუელვებდა, რომ ეფიქრა ამ დაფინანსების გამო პარლამენტში შესვლა, თქვენი განცხადების შემდეგ ეს შანსი მოუსპეთ, იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, გულზე უნდა ჩამოიკიდონ, რამდენად გაიყიდნენ”. – ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

ირაკლი კობახიძემ დღეს, 4 ნოემბერს თქვა, რომ “თუ პარტია უდიერად ეპყრობა მანდატებს, უარი უნდა ეთქვას დაფინანსებაზე.”

რეკლამა
eudora.ge

2 ნოემბერს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები