ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

გამოვლენილია კორონავირუსის ახალი ფორმა, რომელიც, შესაძლოა, უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდებოდეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც სავარაუდოდ ვირუსის ახალი ფორმით არის გამოწვეული. როგორც ჰენკოკი ამბობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამის შესახებ ინფორმირებულია.

“პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული”, – ციტირებს “როიტერი” ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს.

ჰენკოკს არ დაუკონკრეტებია ახალ ფორმას შეუძლია ვირუსის მძიმე შემთხვევების გამოწვევა, თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინები ეფექტური არ იქნება.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები