ბოლო 10 წელია “ოცნების” დეპუტატის ძმა ტენდერს უკონკურენტოდ იგებს – ბათუმის მერიამ წელს 500,393 ლარი გადახადა

ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის, სიკვიდილიანობის მაღალი მაჩვენებლის, მძმე ეპიდვითარების, სიღარიბისა და კომენდანტის საათის ფონზე ბათუმის მერიამ საახალწლო განათებებში 500,393 ლარი გადახადა .

აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვებულია კომპანია შპს “აჭარგანათება”. კომპანია ბოლო 10 წლის განმავლობაში, საახალწლო განათებებს უკონკურენტოდ იგებს.

“აჭარგანათება” ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი თოფურიძის ძმის, ნიკოლოზ თოფურძის კომპანიაა და ჯამში ბიუჯეტიდან 35.5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

ნიკოლოზ თოფურიძე, 100%-იან წილს ფლობს შპს “განათებაშიც”, რომელსაც სახელმწიფოსგან 3.4 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული.

რეკლამა
eudora.ge

კომპანიას, ბათუმის საახალწლო გაფორმებაში, ჯამში 5,486,626 ლარი გადაუხადეს და სულ სახელმწიფოსგან 114 ელექტრონული და პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში 35, 509, 042 ლარი აქვს მიღებული – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.

საახალწლო განათებების შესაძენად ტენდერი ბათუმის მერიამ 2020 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. შპს “აჭარგანათებას” არც ჰყოლია კონკურენტი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები