ბოლო ორ კვირაში თბილისში კორონავირუსით 7 483 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვები მატულობს. თვის დასაწყისში ეპიდემიის კერა აჭარა იყო, მოგვიანებით კი შემთხვევათა რიცხვებმა თბილისშიც იმატა.

როგორც აღმოჩნდა, 12 ოქტომბრიდან დღემდე თბილისში კორონავირუსის 7 483 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდა შემდეგი დინამიკით მიმდინარეობდა:

ბოლო ორ კვირაში თბილისში ინფიცირების ყველაზე ნაკლები რიცხვი 168 შემთხვევა, 13 ოქტომბერს ფიქსირდება, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 1034 შემთხვევა – 24 ოქტომბერს.

ინფიცირების ზრდის პარალელურად ინფექიცონისტები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მუდმივ რეჟიმში მოუწოდებდნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღემდე ქვეყანაში წითელ ზონად რჩება სამი რეგიონი: თბილისი, აჭარა და იმერეთი.

დედაქალაქში ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი რიცხვებში ასეთია:

12 ოქტომბერი – 178 შემთხვევა; 13 ოქტომბერი – 168;

14 ოქტომბერი – 297 შემთხვევა; 15 ოქტომბერი – 366 ახალი ინფიცირება;

16 ოქტომბერი – 277; 17 ოქტომბერი – 397;

18 ოქტომბერი – 471 ახალი შემთხვევა; 19 ოქტომბერი – 469;

20 ოქტომბერი – 425; 21 ოქტომბერი – 445 ინფიცირება;

22 ოქტომბერი – 563; 23 ოქტომბერი – 686;

24 ოქტომბერი ყველაზე მეტი  – 1034 შემთხვევა; 25 ოქტომბერი – 788,

ხოლო დღეს თბილისში ინფიცირების 919 ინფიცირების რიცხვი დაფიქსირდა.

ინფიცირების გაზრდილი რიცხვების მიუხედავად, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს. როგორც ცნობილია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვები მხოლოდ წერტილოვანი იქნება.

რეკლამა
eudora.ge

ასევე, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ჯერჯერობით არ განიხილება.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები