Bloomberg-ის მონაცემებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ქონება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს – $5.57 მილიარდ დოლარს დაუბრუნდა.
ცნობილია, რომ მარტიდან პანდემიის გამო გლობალურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ივანიშვილის ქონებაც 4.92 მილიარდ დოლარამდე იყო შემცირებული.
ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიო საფონდო ბირჟებზე წამყვანი კომპანიების აქციების ზრდას უკავშირდება.
ივანიშვილი მსოფლიოს 430-ე უმდიდრესი ადამიანია.