ბენ ჰოჯესი: ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოსაწვევი ნატოში დაუყოვნებლად გაწევრიანებისთვის

ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოსაწვევი ნატოში დაუყოვნებლად გაწევრიანების თაობაზე, – წერს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი „Euobserver”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

რეკლამა
eudora.ge

მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების და იქ რუსეთის როლის გაძლიერების კონტექსტში, დასავლეთის სამხედრო ალიანსის ყოფილი მაღალჩინოსანი აუცილებლად მიიჩნევს ასევე „ნატოს ყოფნის გაძლიერებას საქართველოში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის ჩათვლით“.


ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა მანამდეც განაცხადა, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს.


სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერება, ჰოჯესის თქმით, შეაგნებინებს რუსეთის, რომ ეს რეგიონი მათთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.


„სანამ ასეთი შესაძლებლობა კიდევ გვაქვს, დასავლეთი კონკურენციაში უნდა ჩაებას სამხრეთ კავკასიაში, თუ გვსურს, თავიდან ავიცილოთ დიდი სახელმწიფოების კონფლიქტი“, – წერს ბენ ჰოჯესი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები