ბელგიის ერთ-ერთ პორტში 11,5 ტონა კოკაინი იპოვეს

ბელგიის პოლიციამ ანტვერპენის პორტში უპრეცენდენტოდ ბევრი, 11,5 ტონა კოკაინი იპოვა.

ბელგიის ფედერალური პოლიციის ცნობით, კოკაინი 5 სატვირთო კონტეინერში იყო მოთავსებული. მისი სავარაუდო ღირებულება 450 მილიონი ევროა.

გარდა კოკაინისა კონტეინერებში ჯართიც იყო. ცნობილია, რომ სპეცოპერაციის დროს დააკავეს დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობდნენ ლათინურ ამერიკასა და ბელგიას შორის.

რეკლამა
eudora.ge

კოკაინი თავდაპირველად ზეებურგის პორტში ჩავიდა, შემდეგ ანტვერპენში გადაიტანეს, საიდანაც კონტეინერები მეზობელ ნიდერლანდებში უნდა გაეგზავნათ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები