“ბევრი მსხვერპლია, მაგრამ ღმერთი კეთილ ნაწილს გამოარჩევინებს ჩემ ერს” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა:

რეკლამა
eudora.ge

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა შექნილი, შეიძლება გარედან ჩიხური სიტუაციაც ჩანდეს, მაგრამ მჯერა, ღმერთი კეთილ ნაწილს გამოარჩევინებს ჩემს ერს.

რასთან დაკავშირებით ვსაუბრობ – ისევ და ისევ დღევანდელ სიტუაციაზე. ვიცით, რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, პანდემიაა და საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. ეს არ უნდა იყოს სტატისტიკა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი უნდა გვტკიოდეს იმიტომ, რომ რა ვიცით, როგორ წარდგება უფლის წინაშე. იცხოვრა, ამ პერიოდში დაავადდა და მომზადებული გავიდა თუ არა ამ ქვეყნიდან, არ ვიცით. როცა მომზადებული გადიხარ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ მზად არ ხარ, ეს უკვე ძალიან მძიმე თემაა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები