“ბასტი-ბუბუ” მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება

როგორც იცით, უკვე ორი თვეა, სტუდია “ბასტი-ბუბუ” შენობის გარეშეა. პანდემიამ, თავისი მკაცრი ხელი, ქართველი ბავშვების საყვარელ სტუდიასაც დაატყო.  მის ხელმძღვანელობას, სახელმწიფო, პანდემიის დროს დაგროვილი იჯარის გადახდას სთხოვს.

28 წლის სტუდიის გადასარჩენად ნოემბერში შეიქმნა პეტიცია – გადავარჩინოთ “ბასტი-ბუბუ”. საჭირო იყო 10 ათასი ხელმომწერი, რომ სახელმწიფომ საკითხი განიხილოს და სტუდიას არენდის საფასურის გადახდის გარეშე გადაეცეს ის შენობა, რომელშიც “ბასტი-ბუბუ” 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბუდობს.

“ბასტი-ბუბუს” დამაარსებელი – თამარ სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 10 დეკემბერს უკვე პეტიციის ვადა ამოიწურა, შედეგი კი ასეთია:

რეკლამა
eudora.ge

“ვადამდე შევაგროვეთ აუცილებელი 10 000 ხმა. დღეს 10621 ხმით დამთავრდა ეს ერთგულების და დიდი სიყვარულის მარათონი. მთავრობა სამი თვის განმავლობაში გამოიტანს განაჩენს: ან “ბასტი-ბუბუ” იმუშავებს მთელი საქართველოს ბავშვებისთვის მთავრობის მხარდეჭერით, ან იარსებებს მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, ვის მშობლებსაც ექნებათ საშუალება მხარი დაუჭიროს იმ ფერად სამყაროს, რომელსაც “ბასტი-ბუბუ” ჰქვია.

ჩვენ – “ბასტი-ბუბუ” და ჩვენი მხარდამჭერების დიდი არმია ველით მთავრობის გადაწყვეტილებას” – წერს სხვიტარიძე “ფეისბუქზე”.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები